.
15 წლის ორსული გოგონას მეუღლე, 28 წლის ბიჭი შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 140- მუხლით (სქესობრივი კავშირს 16 წელს მიუღწეველთან) აღიძრა.
ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბავი ტელეკომპანია „იმედმა“ გადაცემა „სხვა რაკურსით“ გააშუქა.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გოგონამ ცხრა კლასის შემდეგ სწავლა შეწყვიტა.
სიღნაღის რაიონული სასამართლო 25 წლის საგარეჯოელი მამაკაცის საქმეს იხილავს. ცისკარა გაბრელაშვილს ბრალად არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება ედება. 15 წლის არასრულწლოვანი გოგონა მისი მეუღლეა და ამჟამად ორსულადაა.
“შემთხვევით ტელეფონით გავიცანით ერთმანეთი და ასე ვკონტაქტობდით, არანაირი რეაქცია არ მქონია, რომ გავიგე 15 წლის იყო, პირიქით, მე ვთქვი, ჩემთან ერთად რომ გაიზრდება უფრო კარგი იქნებათქო, ჩემ ჭკუაზე გავზრდი, ისე როგორც მე გამეხარდება”, – განაცხადა გაბრელაშვილმა შოუში.
მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, ოჯახის შექმნა მშობლების თანხმობით მოხდა და მათ არასრულწლოვანთან ქორწინების აკრძალვის შესახებ არ იცოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით speqtri.ge სიძის დედას თამარ გაბრელაშვილს ესაუბრა.
„მალე ერთი წელი გახდება, რაც ოჯახი შექმნეს. ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს და დაახლოებით ერთი წელი შეყვარებულები იყვნენ. არ ვიცოდით თუ ეს კანონი უნდა მიეღოთ, თორემ არ მოიყვანდა, ხელს არ შევუწყობდით. იმიტომ მოვიწადინეთ, რომ რვა შვილის დედა ვარ, 12 შვილიშვილის ბებია, მეცამეტე შვილიშვილიც მინდოდა. პოლიციაში 25 თებერვალს დაგვიბარეს. გოგო ექვსი თვის ფეხმძიმეა, სოციალურად დაუცველები ვართ. ჩემი შვილი რომ დააკავონ, როგორ უნდა შევინახოთ ბავშვი, რა უნდა ვქნათ, მეც ინვალიდი ვარ. ჩემო ოჯახი მთლად დაიღუპება.“- აღნიშნა მან.
საქმეს საგარეჯოს შს რაიონული სამმართველო იძიებს.