ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოცქსელში წერს:
[su_quote] ხანდახან ვფიქრობ ხომ არ გავაუქმო ეს ფბ (აი, აქ ჩამესმის ჩემი ამხანაგების ხმები ყურში თითქოს “გააუქმე რა”) და დავიტოვო ინსტა და ტიკ-ტოკი. ვუყურო მსოფლიოს ყველაზე უმდიდრესი და უგოიმესი ხალხის ქორწილებს, ვიდეობს – როგორ ჭამს ანაკონდა ალიგატორს, ან როგორ ცხოვრობს 70 წლის მოდნიცა-ინფლუენსერი მილანში, მაგრამ მერე რაღაც არ მასვენებს. ნეტა ის “აპოლიტიკური” მაინც ვყოფილიყავი, რა მოხდებოდა. რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა. [/su_quote]