ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი სოციალურ ქსეში წერს , რომ შსს 7-8 მარტს აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს იბარებს და მათი დევნა დაიწყეს.
“მეგობრებო დღეს უამრავი ახალგაზრდა მირეკავს, შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. დაიწყეს დევნა, არავინ მისცეთ ჩვენება ადვოკატის გარეშე. თქვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული!
დათაგეთ ენჯეობი, ორგანიზაციები, ყველამ ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი სისტემის წინააღმდეგ.
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia” , – წერს სოციალურ ქსელში თაკო მეგენეიშვილი.