უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია გუშინ „იმედის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, უნდა შეწყდეს ომში ჩართვით ქართველი ხალხის დაშინება.
„მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერს თითქოს არ ესმის. დაიწყებს გაგებას, როდესაც გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები.
სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან „ხელი ხელს ბანს.
ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით“, – დასძინა არახამია“, – წერს არახამია „ტელეგრამში“ საკუთარ არხზე.
შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა უკრაინელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, კლიჩკოსა და არახამიას, ლუზერები უწოდა.

