“რა აღარ მოვიმოქმედე, როგორ არ შევენიღბე, როგორ არ ავრიე გზა-კვალი, ხან ვითომ მექსიკის გავლით ამერიკაში წავედი, ხან ვითომ ტუნისში ფინიკის ნერგებზე, მაგრამ ბედი არ მაქვს. მაინც დამწვა ღარიბაშვილმა წუხელის იმედზე, უკრაინაში კომბლებს თლიან და ჭერში აწყობენო.” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი წერს და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მხოლოდ თვალები უჩანს.
