უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკო საქართველოს პრემიერმინისტრისა და პარლამენტის წვერების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბოლო დღეებში არაერთი არამეგობრული კომენტარი მოისმინეს.
მისი თქმით, “ფაქტიურად რუსული პროპაგანდის თეზისების გამეორებით”, საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მცდელობაში.
ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა კატეგორიულად უარყოფს ასეთ ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.
“საქართველოს ხელისუფლება არასწორ ადგილას ეძებს მტერს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მტკიცე მეგობრობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელსაც ჩვენ გვსურს არ გავჩერდეთ ევროპული მომავლის განვითარებაში”, – წერს ნიკოლენკო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ მაღალჩინოსნებს ბრალი დასდო, რომ ისინი საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ.