ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქარმა ბატუტი გაიტაცა – დაშავდნენ ბავშვები

ცოტა ხნის წინ ბათუმის ბულვარში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამაშველო სამსახური იმყოფებოდა. უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი დააზიანა. შემთხვევა არდაგანის ტბასთან მოხდა.

TV25.GE-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად ბავშვები დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: TV25

იტვირთბა....