საზოგადოება

ლოცვა ოჯახის შექმნისთვის

როგორ უნდა შეიქმნას ოჯახი? მითუმეტეს, თუ ადამიანს ეს არ გამოსდის. რჩევა-დარიგებებს გვაძლევს მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა აკაკი (მელიქიძე).

ღმერთმა იმიტომ შექმნა ქალი და კაცი, რომ გამრავლებულიყვნენ. ჰქონოდათ ოჯახი და ჰყოლოდათ შვილები. ყოფილიყვნენ რწმენაში, თავმდაბლობასა და მორიდებაში. წყვილმა ერთმანეთი თავად უნდა იპოვოს, გაიცნოს, შეხვდეს, გაისაუბროს. მიუღებელია ინტერნეტით, ტელეფონით, შეხვედრების გარეშე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება. გარკვეულწილად დამამცირებელი და შეუფერებელი ქცევაა.

სწორედ ასეთმა არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ დააავადა და დააკომპლექსა ადამიანები.

როდესაც მორწმუნეს სურს, ეკლესია დაეხმაროს მის კეთილ სურვილს, შექმნას ოჯახი, მოძღვარი მას უკითხავს ბედის გახსნის ლოცვებს. მეტეხში ოთხშაბათსა და პარასკევს ტარდება სპეციალური ლოცვები, რომელთა ძალითაც მრავალი ოჯახი შექმნილა. დასაოჯახებლებისა და გასათხოვრებისთვის მოძღვარი ატარებს 40 ლოცვასა და წირვას.

 

ოჯახი და ეკლესია

 

სამწუხაროდ, გვხვდება ოჯახები, სადაც მხოლოდ ერთი მეუღლეა ძლიერ რწმენაში, ეზიარება, ლოცულობს, სწორად ცხოვრობს, ხოლო მეორეს უჭირს სწორი გზის პოვნა.

ის შეპყრობილია ეშმაკის მიერ და არ აძლევს საშუალებას, იზრუნოს სულსა და ოჯახზე. არსებობს საეკლესიო კრებების დადგენილება: „კეთილმორწმუნე ცოლს შეუძლია, ურწმუნო ქმრის გადარჩენა და კეთილმორწმუნე ქმარს შეუძლია, ურწმუნო ცოლის გადარჩენა“.

რწმენაში მყოფი მეუღლე მთელი ოჯახის სახელით უნდა დაესწროს მსახურებას, ლოცვებს, იმარხულოს, ეზიაროს და ეკლესიიდან მადლი მიიტანოს ოჯახში.                           ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის საძინებელ ოთახში სასურველია, იყოს მცირე ზომის ერთი ან ორი ხატი და ჯვარი, ეს მათ ურთიერთობას უფრო პროდუქტიულს გახდის.

rubrica.ge

იტვირთბა....