„შოკში ვიყავით, როცა ამ შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ“ – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს.
მისი თქმით, მთავრობა ამ საქმის გამოძიებით ძალიან დაინტერესებულია.
„გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს, გეტყვით, რომ შოკში ვიყავით, როცა ამ შემთხვევის შესახებ შევიტყვეთ. ალექსის ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ეს შემთხვევა ძალიან საინტერესოა და თავად მთავრობა ამ საქმის გამოძიებით ძალიან დაინტერესებულია “, – აღნიშნა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს „ძმათა სასაფლაოზე“ ცეცლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. პეტრიაშვილი ამ დრომდე საავამდყოფოში იმყოფება. დღეს ის შესაძლოა დაკითხონ.