ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე მსახიობი“ – რულოვსი უარყოფს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას -„ნაციონალური მოძრაობიდან“ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად დასახელებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.

„მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!“- წერს სანდრა რულოვსი.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა გუშინ მედიით გავრცელდა, სადაც პირველ ნომრად სანდრა რულოვსი იყო მოხსენიებული.

იტვირთბა....