ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პეტრიაშვილს დღეს დაკითხავენ: როდის გადაიყვანენ პოლიტიკოსს პალატაში?

 

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დღეს შესაძლოა დაკითხონ. შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ “თავისუფალ დემოკრატებში”. შსს-ში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ. პეტრიაშვილის შესაძლო დაკითხვაზე ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ალექსი პეტრიაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ დღეს მას უკვე პალატაში გადაიყვანენ.

როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

“პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის აბსოლუტურად სტაბილური. მიმდინარეობს მკურნალობა. გამოკვლევები უტარდება იმის მიხედვით, რა მდგომარეობაც არის ამჟამად პაციენტთან. რაიმე სახის დამატებითი ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის”, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....