ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლანჩხუთში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში გამთენიისას ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ იუწყება სააგენტო „გურიანიუსი“.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა, შენობის დიდი ნაწილის ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, აუდიტის სამსახურების უფროსები. უცნობია ზარალის ოდენობა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. ასევე უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

 

 

 

 

იტვირთბა....