aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“თავისუფალი დემოკრატები“ შს მინისტრს შეხვდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში პარტიის წევრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდება.

დოლიძის თქმით, შეხვედრაზე ისინი “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე, დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ.

შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” შინაგან საქმეთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გუშინ მოითხოვეს.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

იტვირთბა....