aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ გადავრჩეთ ჭყლეტაში – ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს მათთვის, ვინც აქციებს ესწრება:
„🤯 აქციებზე, სპორტულ ღონისძიებებსა თუ ამ ბოლო ხანებში უკვე მეტროთი გადაადგილებისას, ხალხმრავლობით გამოწვეულ ძლიერ სიმჭიდროვეს ჩვენ, ქართველები, შინაურულად ”ჭყლეტას” ვუწოდებთ.
​👉 ეს ტერმინი, რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს ყური შევაჩვიეთ, ძალიან დიდი რისკის შემცველია და სხვადასხვა ქვეყნების (მათ შორის ჩვენი ქვეყნის) სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ მცირე ინციდენტიც კი სამარისია ასეთ დროს და პანიკამ შეიძლება საქმე სერიოზულ პრობლემამდე მიიიყვანოს და ხალხმრავლობა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად იქცეს.
🙏 ამიტომ, ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის დაზიანება.
🔶 მაშ ასე, როგორ გადავრჩეთ ”ჭყლეტაში”:
🔸 1) ობზერვაცია – დაათვალიერეთ თქვენ გარშემო არეალი 360 გრადუსით, იყავით ყურადღებით და მაქსიმალურად მშვიდად, დააკვირდით სად არის უფრო დიდი სიმჭიდრივე და სად ნაკლები, დაგეგმეთ როგორ შეიძლება მოხვდეთ იქ და ეცადეთ იმოძრაოთ ნაკლები სიმჭიდროვისკენ;
🔸 2) დატოვეთ ადგილი რაც შეიძლება სწრაფად – არ აქვს მნიშვნელობა საით მიდიხართ, მთავარია გაეცალოთ ადგილს მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ დისკომფორტს, თუნდაც დანიშნულების ადგილის საპირისპიროდ მოგიწიოთ წასვლამ;
🔸 3) სუნთქვა – ჟანგბადი ”ჭყლეტაშიც” და მის გარეშეც თქვენი საუკეთესო მეგობარია, ”ჭყლეტაში” გარდაცვალების შემთხვევები ხშირად სუნთქვის პრობლემების გამო ხდება, ამიტომ ნუ ილაპარაკებთ ბევრს და ხმამაღლა თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, კონცენტრირდით სუნთქვაზე და ისუნთქეთ მაქსიმალურად მშვიდად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება;
🔸 4) ”ბოქსიორის პოზიცია” – თუ შეამჩნევთ, რომ სიმჭიდროვე იზრდება, ხელები მოხარეთ იდაყვებში და მიიდეთ გულმკერდზე, ამით თქვენ დაიცავთ გულმკერდს მოჭყლეტვისგან და უკეთ შეძლებთ გაითავისუფლოთ რამდენიმე სანტიმეტრი უკეთესი სუნთქვისთვის;
🔸 5) მიყევით ”დინებას” – პანიკის დროს, როგორც წესი, ხალხის დინება უფრო საშიშია, ვიდრე ის, რამაც გამოიწვია ეს პანიკა. როდესაც ერთი მხრიდან გვაწვებიან, შესაძლოა ჩვენც დავიწყოთ პირიქით გაძალიანება და მიწოლა, სიბრაზით ან ბუნებრივი რეფლექსის გამო, თუმცა ეს არ არის მაინცდამაინც კარგი იდეა. დინების შეჩერება თითქმის შეუძლებელია და ძვირფასი ენერგიის დაკარგვას უწყობს ხელს, ამიტომ, თუ ატყობთ, რომ ხალხის ”დინებაში” მოხვდით, მიყევით დინებას და ეცადეთ გაძვრეთ ნაკლები სიმჭიდროვისკენ;
🔸 6) მოერიდეთ ბარიერებს – ეცადეთ არ მოხვდეთ კედელთან ან ბარიკადებთან ახლოს, რომ ”დინების” და კედელს შორის არ აღმოჩნდეთ, რაც სერიოზული დაზიანების მომტანი შეიძლება იყოს;
🔸 7) სიმჭიდროვის შეფასება – მიაქციეთ ყურადღება სიმჭიდროვის შეფასებას. თუ ხალხმრავლობაში ფიზიკური შეხება არ გიწევთ ადამიანებთან, სავარაუდო სიმჭიდროვე 3 ადამიანზე ნაკლებია კვადრატულ მეტრზე, რაც არ წარმოადგენს საფრთხეს;
თუ ხალხმრავლობაში ერთ ან ორ ადმიანთან გიწევთ თქვენდაუნებურად ფიზიკური შეხება, სავარაუდო სიმჭიდროვე შეიძლება იყოს 4-5 ადამიანი კვადრატულ მეტრზე, რაც გადაუდებელ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა ამ დროს უკვე ჯობს დაიწყოთ ფიქრი უფრო თავისუფალი ადგილის ძებნაზე;
თუ ხალხმრავლობისას ხელების თავისუფლად მოძრაობა გიჭირთ და საკუთარ სახეს თავისუფალი მოძრაობით ვერ ეხებით, ამ შემთხვევაში ჭყლეტვის საშიშროება უკვე მაღალია.
🔸8 ) დაეხმარეთ სხვას – ეცადეთ გაითვალისწინოთ სხვებიც და დაეხმაროთ მათ, ხალხის ჯგუფს, რომელიც ერთმანეთზე ზრუნავს, უფრო მეტი გადარჩენის შანსი აქვს, ვიდრე ინდივიდუალურ გადარჩენაზე ორიენტირებულ ქაოსს;
🔸 9) იდექით ფეხზე – ფეხზე დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ვერტიკალური პოზიცია, თუმცა, თუ მაინც წაიქეცით და ვერ დგებით, ეცადეთ დაწვეთ გვერდულად, მოკეცოთ მუხლები და მიიდოთ მუცელზე, ხელები კი აიფაროთ თავზე (”ახალშობილის პოზიცია”) რათა დაიცვათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები.
ჯანმრთელობას გისურვებთ 💙“

იტვირთბა....