საზოგადოება

ვლადიმერ პუტინის ორეული იპოვეს

ფილმში – „გოგონა დანიიდან“, რომელშიც ედი რედმეინმა ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ითამაშა, ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი როლი ბელგიელმა მსახიობმა მატიას შონარტსმა შეასრულა. ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელმა მსახიობსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის საოცარი მსგავსება დაინახა.

შონარტსი, რომელიც კადრში ელეგანტურ კოსტუმში ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს არა მხოლოდ სახით, არამედ ორიგინალური მიმიკითაც ჰგავს. ახლა ბლოგერები ვლადიმერ პუტინის როლზე მთავარ კანდიდატად მას მოიაზრებენ. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ბიოგრაფიულ ფილმში, მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებდა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია უარყვეს.

ცნობილია, რომ კომპანია Knightbridge Entertainment ვლადიმერ პუტინზე ფილმის გადაღებას გეგმავს.

119

allmovies.ge

იტვირთბა....