aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინიციატივა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კომპენსაციასთან დაკავშირებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს სსრ უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს ყოფილი დეპუტატების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კომპენსაციის მიღების უფლების თვალსაზრისით გაუთანაბრდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, უზენაესი საბჭოს წევრებს და კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პირებს.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღნიშნეს, რომ შეთავაზებული ინიციატივის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას გამოიწვევს, ამიტომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რომ საკანონმდებლო წინადადება იქცეს საკანონმდებლო ინიციატივად და მიღების შემთხვევაში ამოქმედების ვადად 2017 წლის 1 იანვარი ჩაიწეროს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მისი ასახვა მოხერხდეს.

 

იტვირთბა....