aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც არღვევს კანონს და ეთიკას“ – ანა ნაცვლიშვილი ევა გოცირიძის წინააღმდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. კომისია მთავრობას ევა გოცირიძის, ანა დოლიძის, გიორგი ბადაშვილის, ნანა მჭედლიძისა და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებს სთავაზობს.

ხუთი კანდიდატიდან მთავრობა, სამს შეარჩევს, მათგან კი ერთს საბოლოოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები შემოდგომაზე დაამტკიცებენ.

ევა გოცირიძეს მოხვედრას 5 კანდიდატს შორის აპროტესტებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც თავად იყო ამ კომისიის წევრი.

ნაცვლიშვილის განმარტებით, ევა გოცირიძეს მაღალი შეფასებები მხოლოდ ხელისუფლების წევრებმა დაუწერეს, არასამთავრობოებმა კი მას 0 და 1 ქულა მიანიჭეს.

“ადამიანის უფლებათა სასამართლოში როდესაც ქვეყანა კანდიდატს წარადგენს ის უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს და ეს გაწერილია თვითონ სასამართლო მიერ და კანონმდებლობით. ეს კანდიდატი იმათ შორისაა ვინც ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ეს არის ძალიან ნათელი და ცალსახა ჩემთვის. მნიშვნელოვანია, ასევე საზოგადოებრივი აზრი კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით.  გამოცდილება, რომელიც კანდიდატს აქვს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების დროს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის სამარცხვინო ქმედებები, რომელიც საბჭოს წევრებმა ჩაიდინეს გასული წლის დეკემბერში და სულ ახლახანსაც, როდესაც მხარი დაუჭირეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომრის გადაყენების საკითხს. მთლიანად საბჭოში მოღვაწეობა ამ კანდიდატის ჩემთვის, არის იმის მაგალითი, როგორ არღვევს კონკრეტული იურისტი კანონს, როგორ არღვევს ეთიკის სტანდარტს და როგორ არღვევს მართლმსაჯულების ინტერესს. ამ კანდიდატს ასეთ მაღალ თანამდებობაზე მე პირადად მხარს ვერ დავუჭერ”. – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას.

მისი თქმით, გოცირიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით აშკარაა ხელისუფლების ინტერესი.

“რაც შეეხება ხელისუფლების ინტერესებს, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით საბჭოს მოქმედებებთან დაკავშირებით. საბჭო არის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ეს უნდა დაუფასოს”. – ამბობს ნაცვლიშვილი.

იტვირთბა....