ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბავშვს თავი მოკვეთეს: ბრალდებულს დაკავებისას მოჭრილი თავი ხელში ეჭირა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი მაშინ დააკავეს, როდესაც მას ამ ბავშვის მოკვეთილი თავი ხელში ეჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ქალი ბავშვის მკვლელობასა და მისი მშობლების სახლის გადაწვაშია ბრალდებული. ის მოკლული ბავშვის ძიძა იყო. CCTV-ის ინფორმაციით, ქალს ეცვა ჰიჯაბი და ერთ-ერთ მეტროსადგურთან ბავშვის თავით ხელში მისეირნობდა.

„წინასწარი ინფორმაციით, ბაშვის ძიძა, ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში 1977 წელსაა დაბადებული. ის ელოდებოდა ბავშვის მშობლებსა და უფროს ძმას, რომ დაეტოვებინათ სახლი, რის შემდეგაც მან ცეცლხი გააჩინა საცხოვრებელ სახლში და სახლი დატოვა“ – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა.

რუსული ტაბლოიდები წერენ, რომ მსხვერპლი პატარა გოგონა იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციელმა ერთ-ერთ მეტროსადგურთან მყოფ ქალს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სთხოვა, რის შემდეგაც ქალმა ჩანთიდან მოჭრილი ბავშვის თავი ამოიღო და დაიწყო ყვირილი, რომ იგი თავს აიფეთქებდა. თვითმხილველების თქმით, ქალი ალაჰს ახსენებდა და ყვიროდა რომ ის იყო ტერორისტი და ასევე ამბობდა – „მე ვარ შენი სიკვდილი“. აღნიშნულ ფაქტს რუსი ჟურნალისტი პოლინა ნიკოლსკაია შეესწრო.

იტვირთბა....