ჯანდაცვა

დიეტა, რომელზეც მეცნიერები წლობით მუშაობდნენ: პროდუქტების სია, რომლითაც წონაში არ მოიმატებთ

მსოფლიოს დიეტოლოგებმა და მეცნირებმა ამ დიეტაზე წლობით იმუშავეს. ეს დიეტა, რომელსაც უფრო ზუსტად,  „ბალოვან დიეტას“ უწოდებენ, მეტაბოლზიმს აწესრიგებს და შესაბამისად, ორგანიზმის გაჯანსაღებასა და წონის კორექციას უწყობს ხელს.

დიეტის შინაარსი საკვები პროდუქტების დაყოფასა და მათთვის ბალების მინიჭებაში მდგომარეობს. ეს გულისხმობს რომ ნულოვანი ბალის მქონე საკვები წონაში მატებას არ იწვევს, ხოლო რაც უფრო მაღალი ბალი აქვს პროდუქტს, მით მეტად მატებს წონას. თუმცა, დიეტოლოგების რჩევით, არ შეიძლება არცერთი საკვები პროდუქტის რაციონიდან ამოღება, ამიტომ მნიშვნელოვანია უბრალოდ ვიცოდეთ რა პროდუქტი როდის მივიღოთ და რაც მთავარია, დოზას არ გადავაჭარბოთ.

ნულბალიან პროდუქტებს მიეკუთვნება: ზღვის კომბოსტო, მოხარშული ხორცი, ყველანაირი ბოსტნეული და მწვანილი, ნიორი, ხახვი,  ლიმონი, სოკო, კვერცხი, არაკონსერვირებული ბარდა, ვაშლის და ღვინის ძმარი, ორ პროცენტამდე ცხიმიანობის შემცვლელი რძე და მისი პროდუქტები – ეს პროდუქტები როგორც სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ასევე წონაში მატებას არ იწვევს.

ერთბალიან პროდუქტებს მიეკუთვნება: ლობიო, პომიდორი;

ორ ბალიანი პროდუქტები: ნიგოზი, წიწიბურა;

სამბალიანი პროდუქტები: ბრინჯი, ფქვილოვანი  პროდუქტი, შავი შოკოლადი, ხილი, თეთრი და შავი პური, ახალ გამოწურული წვენი და მდნარი ყველი.

ოთხბალიანი პროდუქტები: პაკეტის ხილის წვენები, მაიონეზი, ნაყინი, კარტოფილი, ყველანაირი ხილი, შაქარი, შედედებული რძე, ძეხვი, ყურძენი;

ამ დიეტაში მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ეს პროდუქტი შეგიძლიათ მიიღოთ, თუმცა მხოლოდ შემდეგი რეჟიმით:  საუზმე იწყება ოთხ ბალიანი საკვებით, ასევე მეოთხე და მესამე ბალი შეგიძლიათ  გააერთიანოთ. სადილზე იღებთ სამ და ორ ბალიან პროდუქტებს, სამხარზე, ორ და ერთ ბალიან პროდუქტებს, ხოლო ვახშამი ნულ ბალიანი პროდუქტების შემცველი უნდა იყოს. ხაზგასმით, მნიშვნელოვანია დოზას არ გადააჭარბოთ და  დანაყრებისთანავე შეწყვიტოთ კვება, დაიხმაროთ ფიზიკური აქტივობა ( 15 წუთიანი ფეხით სიარული მინიმუმ) და დიეტის სწორად დაცვის შემთხვევაში სამ თვეში დაინახავთ შედეგს, რომლის შენარჩუნებაზე ფიქრიც აღარ დაგჭირდებათ, რადგან ეს დიეტა არ არის დროებითი და გულისხმობს ცხოვრების მუდმივ და ჯანსაღ წესს.

„დღის შოუ“

იტვირთბა....