[su_quote] “რაკი მშვიდობით გათენდა
ეს ღამე შვიდი მარტისა,
გამომხატველი აღარ ვარ
არავითარი დარდისა,
წავალ,
დავივლი გორებსა,
დავკრეფ
იების კონებსა,
და,
სათითაოდ მივართმევ
ჩემს ღამენათევ ქალებსა –
იებსა შენამსჭვალებსა,
ვარდებსა ფერნაცვალებსა,
ახალ დღის სიხარულისათვის
იმათ გახელილ თვალებსა,
დავკოცნი თვალუხილავად,
უსიტყვოდ ვეტყვი ალერსსა…
ქალებსა, ჩემსა ქალებსა,
გამხარებ-გამამწარებსა” [/su_quote]
მწერალი ბესიკ ხარანაული.