ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არ შემიძლია არ ვისურვო ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართველების ფიზიკურ აღორძინებას – მეუფე საბა ამბროსი ხელაიას სიტყვებს იხსენებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პატრიარქ ამბროსი ხელაიას სიტყვებს იხსენებს:
“წმ. პატრიარქი ამბროსის სიტყვები მინდა შეგახსენოთ:
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნის კარამდე!
ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას.
პ. ს. ნაწყვეტი გენიუს კონფერენციაზე გაგზავნილი სიტყვიდან” , –  წერს მეუფე საბა
იტვირთბა....