საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები “ოცნების” რუსული კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ამ კანონის მიღებით, ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს -ევროკავშირში გაწევრიანებას.
“ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ, პირველი მოსმენით მიღების გამო. ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!”,- ნათქვამია განცხადებაში.