ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს – ხუნდაძე

“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დიმიტრი ხუნდაძე კვლავ ცდილობს რუსული კანონის გამართლებას.

“ის რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე.
რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური? მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ. მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, – წერს ხუნდაძე.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

იტვირთბა....