ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,მამუკა მდინარაძე მულტიფუნქციურია, იკეცება და გარდერობის უკანაც შეგიძლია შეინახო“ – ლევან ლორთქოფანიძე

,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

მათ სიტყვას ფასი არ აქვს –

მამუკა მდინარაძე თავად ამბობდა, რომ კანონპროექტი კენჭისყრაზე ხუთშაბათს უნდა გავიტანოთო… რამდენიმე საათში ეს სუბიექტი თავად გახდა ინიციატორი კანონის ორი დღით ადრე განხილვისა. მოკლედ, ყველაფერს იტყვის, ერთ წუთში გადათქვამს პირობას, საწინააღმდეგოს გააკეთებს. მულტიფუნქციურია, იკეცება და გარდერობის უკანაც შეგიძლია შეინახო.

ისინი არ არიან პრინციპულები –

ვერავინ დამაჯერებს, რომ ქ-ნ მაკა ბოჭორიშვილს, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ან ქ-ნ მაია ბითაძეს, მთავარ გარემოსდამცველ პარლამენტარს უნდოდათ “აგენტების კანონის” მიღება. ვერ დავიჯერებ, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ პროექტის დამანგრეველ შედეგებს ჩვენი საგარეო კურსისათვის. მაგრამ პრინციპულობის ნატამალი არ გააჩნიათ, პირველსავე მოსახვევში გადაახურდავებენ თავიანთ იდეალებს. სოზარ სუბარუზე, ნიკოლოზ სამხარაძეებზე და სხვა მსგავს პერსონაჟებზე უკვე საკმარისად ითქვა.

მათ არ აქვთ თხილის გულისოდენა სიმამაცეც კი და ეშინიათ –

არიან უმრავლესობაში დეპუტატები, რომელთაც ძლიერი ოჯახი უმაგრებთ ზურგს, ძლიერი სამეგობრო ჰყავთ, მყარი პოზიციები აქვთ საკუთარ პროფესიაში, ქონებაც საკმარისი დააგროვეს. ვერავინ ვერაფერს დააკლებდა წინააღმდეგ რომ წასულიყვნენ, უბრალოდ, მშიშრები არიან, ოდნავი დისკომფორტისა და დაცაცხანების ეშინიათ.

ისინი არიან თავხედები და უზრდელები –

გუშინ ბ-ნმა ყაველაშვილმა საკუთარ თავს მისცა უფლება, რომ აკადემიკოს მზექალა შანიძეზე ეთქვა – საზოგადო მოღვაწე ამჩატდაო. მზექალა შანიძე არის ამჩატებული და ფუყე თავთავი, ყაველაშვილი კი მძიმე. ან გაიხსენეთ ამ კაცის ლექსიკა, ნებისმიერი წინააღმდეგობისას პირს იმყრალებს სოფლის ბოლოს მდებარე ფეხსალაგივით.

“პატრიოტიზმი”, მდარე პოპულიზმი და ფარისევლობა მათი უკანასკნელი თავშესაფარია –

ერთი მხრივ, ყველა სასულიერო იერარქს უთვალთვალებენ, მათზე კომპრომატებს აგროვებენ (მათივე დებილმა და ნაძირალა გოგიაშვილმა გამოფინა ყველაფერი), მეორე ხელით კი ყველა კრიზისულ ვითარებაში ოპონენტთა ჯარიდან ორ-სამ, ძირითადად მემილიონეხარისხოვან ადამიანს გამოარჩევენ და “ეკლესიის მაგინებლებს”, “უსამშობლოებს” უწოდებენ. ბუნებრივია, ამგვარი ქმედების მიზანი საზოგადოებრივ სივრცეში არგუმენტებზე მსჯელობის ჩაშლაა. რაში გამოიხატება ირაკლი კობახიძის “ეკლესიურობა” ან სად ეტყობა, რომ სამშობლო აქვს! თავდაჯერებული იდიოტიზმი და ხელში კანდელი საკმარისია?! განსხვავებული აზრის სიძულვილი და ძალაუფლების ავადმყოფური სწრაფვა წმინდანობისა და პატრიოტიზმის წინაპირობაა?! ჰო, კიდევ სრულიად უსარგებლო კანონის მიხედვით, ისედაც დაქსაქსული საზოგადოების კიდევ უფრო დაქუცმაცებით, თურმე “საქართველოს მარადიულობასა და უკვდავებას” ემსახურებიან…
რაც მთავარია…

ქართული ოცნება სწრაფ და მოულოდნელ ტყუილს უწოდებს გონიერებას, ნახევარსიმართლეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, 3 დამპალი არასამთავრობო ორგანიზაციის გამო 30000 ასოციაციას აგენტად და ჯაშუშად მოიხსენიებს!
დასავლეთისგან სრულ იზოლაციასა და ერთპიროვნულ, თვითნებურ, გაუკონტროლებელ ხელისუფლებას კი ეროვნული სუვერენიტეტის გამოვლინებად გვასაღებს.

ბინძური რუსული პოლიტტექნოლოგიები! პოლიტტექნოლოგიური სკოლის ყველა მეთოდი ერთად არის თავმოყრილი!

მათი სიცოცხლისუნარიანობა და ხანგრძლივი მმართველობა ერთადერთი ამბით აიხსნება – არ არსებობს კარგად ორგანიზებული, თანმიმდევრული გეგმის მქონე, წესიერი ოპოზიცია. თუნდაც ისეთი, რომელიც მიტინგის მიწურულს ეგზალტირებულ, გაბრაზებულ და გამწარებულ პროტესტანტებს დააწყნარებდა და მათ ენერგიას სათანადო მიმართულებას მისცემდა.

ჩვენ მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალზე არ უნდა ვისაუბროთ! ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც, რომ მომავალში, როგორც ევროპული თანამეგობრობის სრულყოფილი ნაწილი შევეცდებით ბრძოლას უკეთესი ევროპისთვის! ევროპისთვის, რომელიც უფრო დემოკრატიული და სამართლიანი იქნება; რომელიც ჩინეთზე, ისლამურ სამყაროზე, რუსეთისნაირ მომაკვდავ იმპერიებზე ძლიერი იქნება და თვალს გაუსწორებს ამერიკას, თანასწორ ურთიერთობას დაამყარებს აშშ-თან.”

იტვირთბა....