,,მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს”, – ამის შესახებ მომღერალი გიული ჩოხელი billboard-თან ინტერვიუში ამბობს. ეს ამონარიდი ჩოხელის facebook-გვერდმა თავიდან რამდენიმე საათის წინ გააზიარა.
,,მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ… ამას ვერ ვაპატიებ რუსებს, მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები”, – წერს გიული ჩოხელი.