საზოგადოება

მიხეილ ცაგარელი: რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს გაზაფხულის პირველი კვირის განმავლობაში?

მიხეილ ცაგარელი: ეს კვირა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის კარგია, ვერძის გამოკლებით. ამ კვირის განმავლობაში ორი პლანეტა ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას ქმნის. კონკრეტულად კი ეს ცვლილება შაბათ-კვირას ხდება. პლანეტა მერკური, რომელიც გონებისა და ინტელექტის მმართველია, თევზების ზოდიაქოში გადადის.  ამიტომ ადამიანებში ფოტოგრაფიის უნარი, მეხსიერება, იუმორის დახვეწილი გრძნობა და ინტუიცია მოიმატებს. ხოლო მარსი კვირას მშვილდოსნის ზოდიაქოში გადადის, ამიტომ ადამიანებში მოგზაურობისადმი განსაკუთრებული ინტერესი და ლტოლვა რადიკალურად გაიზრდება.

რაც შეეხება თუ როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის შემდეგი კვირა:

ვერძი – ეს ნიშანი უახლოესი ორი კვირა მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს. ამ ნიშნის ენერგოტონუსი ამ პერიოდში დაბალია. შეიძლება ადვილად გაცივდეს, ადვილად აღმოჩნდეს ტრავმულ სიტუაციაში. ამ პერიოდში ვერძი უფრო გაღიზიანებული, ემოციურად არასტაბილურია. ჯობს მან ორი კვირა თავი შეიკავოს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისგან, ხელშეკრულებების გაფორმებისგან. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლონ და ეცადონ რაც შეიძლება შეინარჩუნონ შინაგანი სიმშვიდე.

კურო – ძალიან საინტერესო, პოზიტიური ცვლილებების პერიოდი აქვს, მათ შორის, კარიერული განვითარების კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში კუროს ირგვლივ იქნება ჭორები, ეს ხელს არაფერში შეუშლის. მისი ავტორიტეტი, გავლენის სფერო საზოგადოებაზე მოიმატებს.

ტყუპები- მეტი პრობლემები ექნებათ ისეთ სფეროებთან, როგორიც არის უძრავი ქონება, სახლი, ბინა, მასთან დაკავშირებული საკითხები. ეს საკითხები შეიძლება იურიდიულ, სასამართლო ჭრილშიც კი გადავიდეს. ამიტომ ცოტა მეტი სიფრთხილე მართებს ამ ნიშანს. ტყუპებისთვისაც არ არის მაინცდამაინც სასიკეთო პერიოდი. ემოციურად ეს ნიშანი არასტაბილურია, რაც ხასიათის ხშირ ცვალებადობას გამოიწვევს. ეს შეიძლება დაპირისპირებებისა და კონფლიქტის ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს, ამიტომ ტყუპებმა თავიანთი საფირმო ნიშნები-შინაგანი მერყეობა და სულსწრაფობა მაქსიმალურად თვითკონტროლის ქვეშ მოაქციონ.

კირჩხიბი-კარგი პერიოდი აქვს, ენერგოტონუსი მატულობს. იღბლიანობა და ინტუიცია ემატება. ყოველმხრივ კარგი პერიოდი აქვს, ერთადერთი-მის გარშემომყოფთაგან ზოგიერთს მისი პოზიცია შეიძლება არ მოეწონოს და განხეთქილება ჰქონდეს.

ლომი- მას როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი აქვს. ენერგოტონუსი დაბალი აქვს და შეიძლება ადვილად დაიღალოს. მიუხედავად ამისა, საქმეში შეიძლება წარმატებას მიაღწიოს. სასურველია ლომები არ გადაიტვირთონ ამ პერიოდში და სარისკო ქმედებებს ერიდონ. ფულს მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ, უყაირათო ხარჯვისგან თავი შეიკავონ.

ქალწული – ურთიერთგაგება შვილებთან რადიკალურად მოიმატებს. საუკეთესო პერიოდია პედაგოგიური ურთიერთობებისთვის. სასიყვარულო პარტნიორებთან კი ცოტა ფრთხილად იყვნენ, რადგან ემოციური არასტაბილურობა დაუძაბავთ მათთან ურთიერთობებს.

სასწორი – საქმიანი კუთხით პერსპექტიული კვირა ნამდვილად არ აქვთ. უფრო მეტად ყოველდღიური საქმიანობებით შემოიფარგლებიან. სამაგიეროდ პარტნიორულ ურთიერთობებში წარმატების ფაქტორი ერთი-ორად იმატებს. პასუხისმგებლობის გრძნობა პარტნორთან მიმართებაში რადიკალურად იზრდება.

მორიელი – ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს. ძალიან აქტიური, ენერგიული და სექსუალურია. დიკაპრიოსაც შეეტყობა ეს პერიოდი, რადგან მისი ზოდიაქო მორიელია. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ ამ ნიშნებს. თუმცა ერთი მინუსიც მიჰყვებათ-ფულის უყაირათოდ ხარჯვის ტენდეცნია ემატებათ.

მშვილდოსანი – ახლობლები არ აძლევენ საშუალებას დამოუკიდებლად იმოქმედოს. ამიტომ რაც მეტად ტაქტიანი და ფრთხილი იქნება მათთან მიმართებაში, მით მეტად განახორციელებს თავის იდეებს.

თხის რქა-ამ ნიშანს შინაგანი, პიროვნული ტრანსფორმაციის კვირა აქვს.  ფიქრის, თავიანთი ადგილის გააზრების სურვილი გაუჩნდებათ.

მერწყული – ფინანსური პრობლემები ექნებათ. ზედმეტ ხარჯს თავი აარიდონ. დიდი შრომა მოუწევთ, რომ აანაზღაურონ ის, რასაც დახარჯავენ. სამაგიეროდ მათი გონებამახვილობა, ორიგინალური იდეები, არასტანდარტული აზროვნება ორმაგი გახდება.

თევზები – კვირის მთავარი ფავორიტია. მზე მათ ზოდიაქოშია, ამიტომ ენერგოტონუსი ძალიან მაღალი აქვთ. ინტუიციის და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის ტენდენცია ორმაგდება.

მომზადებულია ტელეკომპანია „იმედის“ მიხედვით.

იტვირთბა....