ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს – ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე

“აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს” – ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომლის თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. “უცხოური აგენტების” წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლოებისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები გაიგონ, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე იარაღი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას დავაკისროთ პასუხისმგებლობა ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს გარეშემო , რომელიც იქნება პასუხისმგებელი ადამიანის უნივერსალური უფლებების შელახვაზე” – განაცხადა ნედ პრაისმა.

იტვირთბა....