ამ წუთებში პარლამენტთან მობილიზებული სპეცრაზმი ტერიტორიას ტოვებს. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ჭიჭინაძის ქუჩიდან გადიან და წყლის ჭავლის მანქანაც გაჰყავთ.
ადგილზე შეკრებილი მომიტინგეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით განაგრძობენ და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, საზოგადოების პროტესტი დღეს პარლამენტში “რუსული კანონის” დამტკიცებას მოყვა, რომელიც სახელისუფლებო გუნდის წევრებმა პირველი მოსმენით მიიღეს.