ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან იოსელიანს აქციაზე კვერცხები დაუშინეს – ახალი დაპირისპირება აქციაზე

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა ახლადარჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომლის გამოჩენასაც შეძახილები მოყვა. იოსელიანს უცნობმა პირებმა კვერცხები დაუშინეს და წყალი შეასხეს. ის ახლა პოლიციის დახმარებით გაყავთ ტერიტორიიდან.

„მოვედი, რომ ჩემი თვალით დავაკვირდე რა ხდება რუსთაველზე, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პოლიციას და დავრწმუნდე, რომ არ ექნება ძალის გადამეტებას ადგილი და მომიტინგეების გამოხატულება იქნება სრულად დაცული. აქციის დასრულებამდე ვიქნები აქ და ჩემი თვალით ვნახავ, რომ მერე აქ მიმდინარე მოვლენების სწორი შეფასებები გავაკეთო“, – განაცხადა იოსელიანმა.

იტვირთბა....