რამდენიმე წუთის წინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მედიასაშუალებების წინ თავს იმართლებდა “რუსული კანონის” მიღების გამო. კობახიძემ ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს სიცრუის ტირაჟირება დააბრალა:
“როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტის მიმართ, რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია – თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროექტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხედავთ, რომ რეალურად არავინ ინტერესდებოდა კანონპროექტების შინაარსით. თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია – იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი ჰქონდა საერთო სიმართლესთან. სინამდვილეში, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა, მან მადლობა გადაუხადა ყველა პარლამენტარს, ვინც „ზეწოლის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონპროექტს”, – განაცხადა კობახიძემ.