საზოგადოება

ოქსფორდის მეცნიერები: დილის 10 საათზე ადრე მუშაობის დაწყება მავნებელია

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, დილის ათ საათამდე მუშაობის დაწყება ორგანიზმისთვის მავნებელია. კვლევა სტუდენტების ჯგუფებზე განხორციელდა, რომელთაგან ნაწილს სამუშაო დრო დილის ცხრის ნახევარზე დაეწყო, მეორე ნაწილს კი დილის ათ საათზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებმაც დილის ათ საათზე დაიწყეს სწავლა, ბევრად პროდუქტიულები იყვნენ. უფრო მეტიც, სტუდენტების ის ნაწილი, რომელიც დილის თერთმეტ საათზე მივიდა ლექციებზე, უფრო კარგი განწყობით და მოტივაციით გამოირჩეოდნენ.

ამის მიზეზი  მეცნიერების განმარტებით არის ის, რომ ადამიანის სასიცოცხლო ორგანოები – გული და ღვიძლი მუშაობის ნორმალურ რეჟიმს დილის ათ საათზე იწყებს. თუკი ადამიანი ათ საათამდე საკუთარ თავს საქმეებით დატვირთავს და მუშაობას ნაადრევად შეუდგება, ეს ნეგატიურად აისახება როგორც მისი ორგანოების მდგომარეობაზე, ასევე – მის ფსიქიკაზეც. ეს აქვეითებს ასევე სამუშაო განწყობას და ადამიანის პროდუქტიულობის დონეს მკვეთრად ამცირებს. მეცნიერების განცხადებით, ეს ეხებათ როგორც სტუდენტებს, ისე დასაქმებულ ადამიანებს.

იტვირთბა....