ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

კალაძე ბაქოში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც აზერბაიჯანში იმართება.

ვიცე პრემიერი ბაქოში თბილისიდან გვიან ღამით გაემგზავრა. მინისტერიალზე განიხილავენ “შაჰ-დენიზის” პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში, საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები, შეღავათიან ფასად.

მინისტერიალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გახსნის. მინისტერიალს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიც დაესწრება.

იტვირთბა....