aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების კომიტეტის სხდომაზე საგნის “მე და საზოგადოების” განხილვა დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომაზე საგნის “მე და საზოგადოების” განხილვა დაიწყო. სხდომას განათლების მინისტრის მოადგილე და ბიზნესმენი ლევან ვასაძე ესწრებიან.

ცნობილია, რომ ვასაძე განათლების სამინისტროს წინააღმდეგ არსებული პეტიციის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ დამატებას აპროტესტებს.

როგორც ირკვევა, ლევან ვასაძე სხდომაზე თავად კომიტეტის აპარატმა მიიწვია. საზოგადოების ნაწილმა დღეს წარადგინა ის მოთხოვნა, რომელიც წერილობით მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს უკვე გაეგზავნა. ბიზნესმენთან ერთად იმყოფებიან სამღვდელოების წარმომადგენლები და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრები.

მათი მთავარი მოთხოვნაა სწავლებიდან ამოღებული იყოს საგანი „მე და საზოგადოება“. ვინაიდან, როგორც პეტიციაშიც არის დაფიქსირებული, ეს შეიცავს გენდერული იდენტობის ამსახველ თემატიკას, რაც მომავალი თაობის ზნეობრივ განვითარებას ხელ უშლის.

 

იტვირთბა....