ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კითხვები მაქვს ბუკას მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ძალიან განვიცადე ბუკას ამბავი… შემძრა და ბევრი კითხვები გამიჩნდა ამ მომღიმარი და საკმაოდ ქარიზმატული პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით….

ახლა ვუყურებ ტელევიზორს და ვამჩნევ, რომ ეს განცდები უკანა პლანზე გადადის…!!!!..(((((((

გივია თარგამაძე, ნიკა რურუა და სხვა ნაც-კრიმინალები როგორც ტურები, დაგეშილი ლეშზე, ისე მისევიან ამ სამწუხარო ფაქტს და სარგებლობენ მომენტით, რომ “უჩქმიტონ”, “უპწკინონ” ვისაც წაასწრებენ. კრიმინალის და დაუცველობის დონის ზრდაზე გაკივიან… იქნებ ხმა მიაწვდინონ “მეგობარ ორგანიზაციებს”….

არა და, იმდენად დიდია ზიზღი მათ მიმართ, რომ ნებისმიერ თანაგრძნობას ფარავს!!!!!“

შეგახსენებთ, რომ ალექსი  პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დღის საათებში დაჭრეს. გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....