ენმ -ს წევრმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ ყაველაშვილს “უწიგნური” უწოდა და ურჩია, იურიდული კომიტეტის სხდომაზე მოსვლამდე ორი წიგნია წაეკითხა.
მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ! უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თავის მხრივ ყაველაშვილმა ენმ-ს ლიდერის საპასუხოდ თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველო უკვე გაყიდული აქვთ.
არ გადამრიო, მართლა? სამშობლოს ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება, – უთხრა “ხალხის ძალის” ლიდერმა ოპოზიციის წევრს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც ხელისუფლება რუსულ კანონის განიხილავს, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმდჯომარე ოპოზიციის წევრებს სხდომიდან ერთი-მეორეს მიყოლებით აძევებს.
ამ დრომდე დარბაზში რჩება ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც ცდილობს”ოცნება” აუხსნას, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაცისითვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.