თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში, კალოუბანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი, 22 წლის ბიჭი დაიღუპა.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.