საზოგადოება

29 თებერვალი: ქალბატონებო! ეს არის დღე, როცა შეგიძლიათ ხელი თხოვოთ მამაკაცებს

ირლანდიური ტრადიციის მიხედვით, 29 თებერვალს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ დგება,  წმინდა ოსვალდის დღესასწაულზე, ქალებს შეუძლიათ, მამაკაცებს ხელი სთხოვონ.

ტრადცია შემდეგ გადმოცემას უკავშირდება: წმინდა ბრიგიტა ირლანდიელი წმინდა პატრიკთან მივიდა და მის მონასტერში მყოფი ქალების მწარე ხვედრის შესახებ შესჩივლა. ქალები ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდნენ და თანაც, ურთიერთობისას, ინიციატივის გამოჩენა ეკრძალებოდათ. ქალისთვის ხელის თხოვნა მხოლოდ მამაკაცს შეეძლო, ქალი კი ვალდებული იყო, ხელის თხოვნას დალოდებოდა. წმინდა პატრიკმა უფლება მისცა ქალებს, თავად გამოეჩინათ ინიციატივა, თუმცა, მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ – 29 თებერვალს.

1288 წელს შოტლანდიელმა ლორდებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც 29 თებერვალს ქალის მიერ მამაკაცისათვის ხელის თხოვნა დაკანონდა. მოგვიანებით, ეს ტრადიცია ინგლისში, დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გადაიღეს, თუმცა არ დაუკანონებიათ.

იტვირთბა....