ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილმა პატიმრის ადვოკატს 50 ათასი ლარი მოსთხოვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არსებობს არსებობს კონკრეტული პატიმრის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. პატიმრის ეს წერილი ეკა ბესელიას კომიტეტში შევიდა და ის ითხოვს რეაგირებას.

“ჩემთვის პირადად მოულოდნელი არ არის, მაგრამ გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს ეს ფაქტი, სხვა ფაქტებიც. ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ წერილი პატიმრობაში მყოფი პირისგან, თუმცა ეს არ არის ერთადერთი წერილი, სადაც ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში სხვადასხვა უკანონო ფაქტებზე არის საუბარი. არის კონკრეტული განცხადება, სადაც კონკრეტული სახელით და გვარით მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს მოსთხოვა 50 ათასი ლარი დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის და ეს უკვე გამოძიებამ, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, უნდა დაკითხოს ეს პირი, მისი ადვოკატი, თავად ელისაშვილი და ამ ბრალდებებზე თავად უნდა გასცეს პასუხი”, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....