ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსკლუზივი: სოსო დოლიძე დაკითხეს – რა თქვა გამოძიებასთან ეკა მიშველაძის ყოფილმა შეყვარებულმა?!

რამდენიმე წუთის წინ „მეტრონომს“ ძალოვანი უწყებიდან სანდო წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით სოსო დოლიძე დაკითხეს.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს რთული ურთიერთობა ჰქონდა მისი მეუღლის, ეკა მიშველაძის ყოფილ მეგობარ სოსო დოლიძესთან. სოსო დოლიძე ფოთის პორტის ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა. ალექსი პეტრიაშვილი კი, ეკა მიშველაძეზე რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. რა ისაუბრა დაკითხვაზე სოსო დოლიძემ, ჯერ არ ვრცელდება.

„სოსო დოლიძეს და ალექსი პეტრიაშვილს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მე ახლა ასე ვერ ვიტყვი ჯერჯერობით, გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ვერ დავადებ ხელს ვერავის, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ, ახლა ვერაფერზე დაგელაპარაკებით”, – განაცხადა გაზეთ „რეზონანსთან“ ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....