ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 0,8 პროცენტით გაიზარდა

 

წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,8 პროცენტი, ხოლო 2015 წლის რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ექსპორტი 21%-ით შემცირდა, იმპორტი კი 24 პროცენტით. საგარეო სავაჭრო ბრუნვა საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტით შემცირდა.

შემცირდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც, – იანვარში 2 725 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით, 17%-ით შემცირებული მაჩვენებელია. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 7,2 პროცენტით გაიზარდა.

.

იტვირთბა....