სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა.
„მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე“-განაცხადა პატრიარქმა. მისი განმარტებით, ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ დაკარგული ტერიტორიებია და აღნიშნული ჭრილობის ღიად დატოვება არ შეიძლება.
“ტერიტორიული მთლიანობა დიდი ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის. მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე. ღიად დარჩენა საკითხისა, ამ ჭრილობისა არ შეიძლება. არასდროს ყოფილა კონფლიქტი აფახაზებსა და ქართველებს შორის. ეს იყო შექმნილი ხელოვნურად”, – განაცხადა უწმინდესმა.