ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – ბუკა პეტრიაშვილის პირველი კომენტარი

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს!“ – ასეთი პოსტი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ სოციალურ ქსელში, მისი მეუღლის დავალებით გამოაქვეყნა.

მიშველაძის თქმით, აღნიშნულის დაწერა თავად ალექსი პეტრიაშვილმა სთხოვა.

„ვწერ და ვაზიარებ ბუკას კარნახით და დავალებით“ – წერს მიშველაძე.

შეგახსენებთ, საბურთალოს სასაფლაოზე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი  ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს.

 

იტვირთბა....