ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ქუთაისში ხელმოტეხილ ქალს ფიზიკურად, გაუსწორდნენ (ვიდეო)

 

 

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში, რამდენიმე დღის წინ მოქალაქე ქალბატონი ცემეს. მიზეზი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება” ქუთაისის ორგანიზაციის კონფერენცია გახდა, სადაც აღნიშნულ კონფერენციაზე შემთხვევით მისულ მოქალაქე თინათინ მარდალეიშვილს, აქტივისტი ქალები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუწორდნენ, თეატრის ფოიეში, სადაც ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, არც ოცნების აქტივისტი მამაკაცები ჩამორჩნენ, და ხელმოტეხილი ქალს თინათინ მარდალეიშვილს ხელზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ინფორმაციას kutaisitoday.com ავრცელებს, რომელმაც დაზარალებულ ქალბატონთან ვიდეოინტერვიუ ჩაწერა.

კონფერენციას პარტიის აღმასრულებელი და გენერალური მდივნები კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, ასევე იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. პარტიული შეხვედრა ჟურნალისტებისათვის დახურულ რეჟიმში წარიმართა. როგორც ცნობილია, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ჭიღვარია აირჩიეს, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

წყარო: kutaisitoday.com

 

 

იტვირთბა....