ახალი ამბები მთავარი

ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მის მოსანახულებლად კლინიკაში თანაპარტიელები იმყოფებოდნენ.

ექიმის განმარტებით, ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს გამთენიისას ალექსი პეტრიაშვილს დამატებითი ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, საბურთალოს სასაფლაოზე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს.

იტვირთბა....