ახალი ამბები მთავარი

ტყიბულში მორიგი აქცია მიმდინარეობს

ტყიბულში მორიგი აქცია მიმდინარეობს. მაღაროელები უკვე მეთხუთმეტე დღეა ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მაღაროელების აქცია გამგეობის შენობასთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სხვა ადგილას გადაინაცვლეს. მათთან ერთად აქციაზე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მაღაროელების მოთხოვნა უცვლელი რჩება, ისინი  ხელფასის 40%-იან ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას რამდენიმე მაღაროელმა განაცხადა, რომ ისინი მზად იყვნენ მუშაობა გაეგრძელებინათ ხელფასის გარანტირებულად 20 პროცენტით მატების შემთხვევაში, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ მათ 20 პროცენტით მატება ისედაც ეკუთვნით, რადგან ხელფასის 5 პროცენტით მატებას მათ დამსაქმებელი კომპანია “ჯი აი ჯი”, ხოლო 15 პროცენტით მომატება იმ ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რაც “ჯი აი ჯი”-მ 2011 წელს პროფკავშირებთან გააფორმა, რომლის თანახმადაც, ინფლაციის შემთხვევაში მაღაროელებს ხელფასი უნდა გაზრდოდათ.

ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნით მაღაროელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

 

იტვირთბა....