ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

ავსტრალიამ ნაღდი ფული შესაძლოა მიმოქცევიდან ამოიღოს

ავსტრალიაში ონლაინ გადახდების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება. ავსტრალიის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ნაღდი ფული მიმოქცევიდან სრულიად ამოიღონ და ეს, როგორც ბანკნოტებს, ისე მონეტებსაც შეეხება.

მთავრობის გეგმებზე ავსტრალიის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთმა ლიდერმა ტონი რიჩარდსმა ისაუბრა. თუმცა აღნიშნა, რომ აქტიური მზადება ახალი სისტემის დასანერგად ჯერ არ დაწყებულა. მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი შესაბამის კვლევებს თვალყურს ადევნებს.
ამასთან, ქვეყანაში ხანდაზმული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ონლაინ გადახდებს სწავლობენ ყოველწლიურად იზრდება.
“ყოვლად მიზანშეწონილად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ავსტრალიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ემისიას დაიწყებს, მაგრამ თავიდან ციფრული ფულისა და ბანკნოტების მიმოქცევა თანაბარი იქნება”. აცხადებს რიჩარდსი.
ბანკირი ამავე დროს აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ავსტრალიელს საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ნაღდი ფული აქვს. ცოტა ხნის წინ ციფრულ ვალუტაზე გადასვლის გეგმებზე ჩინეთის სახალხო ბანკიც საუბრობდა.

 

წყარო: „ბიზნესკონტაქტი“

იტვირთბა....