ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია 5 წლის ბავშვი

ცხინვალში ახლგაზრდა კაცი მოკლეს და მასთან ერთად მყოფი 5 წლის ბავშვი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მსხვერპლი ავტომობილში საკუთარ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს. ბავშვს ორი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვს ოპერაციას უტარებენ.

მოგვიანებით თავდამსხმელი, ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს ჩაჰბარდა. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ კონფლიქტის მიზეზი ადრე გაჩენილი უთანხმოება გახდა.
ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....