ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს ახალანდელი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისა და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული დინარა ვაჩნაძის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ცენტრის თქმით, წულუკიანს დინარა ვაჩნაძემ სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

„მოსარჩელე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ 100-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე განხორციელებული მასობრივი საკადრო წმენდის შედეგად გაათავისუფლეს”, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

იტვირთბა....