ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყურადღებით ვაკვირდებით ყოვლად მიუღებელ მოპყრობას სააკაშვილისადმი – EPP

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს “ევროპის სახალხო პარტიის” (“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტ მანფრედ ვებერი) პრეზიდენტი მანფრედ ვებერი ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ვებერის წერილში ხაზგასმითაა საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეიბის საკითხზე.

“ევროპის სახალხო პარტიის” თქმით, ისინი ყურადღებით ვაკვირდებით ყოვლად მიუღებელ მოპყრობას სააკაშვილისადმი.

„მსურს მოგილოცოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ არჩევა, რაც წარმატებული შიდაპარტიული დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყო.
საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სტრუქტურირებული, პროევროპული და მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც მოქალაქეების ხმის გაჟღერება და მათი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა შეუძლია. ამ კუთხით მისასალმებელია თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც პარტიის გაძლიერებასა და მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. როგორც EPP-ის პრეზიდენტი, მე სრულად ვუჭერ მხარს თქვენს ბრძოლას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, აგრეთვე, კორუფციისა და ოლიგარქიული სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების საზიანოდ ყოველდღიურად მუშაობენ.
EPP ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი ყოვლად მიუღებელ მოპყრობას და ზუსტად იცნობს მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა შესაბამისი უწყებისათვის, რათა მას ჩაუტარდეს ყველა საჭირო და სათანადო სამედიცინო პროცედურა.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და EPP-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გელით EPP-ის მომავალ ღონისძიებებზე.” ნათქვამია მანფრედ ვებერის წერილში.

იტვირთბა....