პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული. ბესელიას თქმით მოტივთან დაკავშირებით წინასწარ განცხადებების გაკეთება მართებული არ არის.
„ყველას ინტერესია, რომ ეს საქმე სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული, არანაირი წინასწარი შეფასებები მოტივთან დაკავშირებით არ მიმაჩნია, რომ მართებულია. საჭიროა ყველას მხრიდან ერთიანი განწყობა, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მოკლე დროში სრულყოფილად და ობიექტურად გაეცეს პასუხი ყველა მთავარ კითხვას,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, საბურთალოს სასაფლაოზე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.